სევეროდონეცკში სასტიკი ქუჩის ბრძოლები გრძელდება , ქალაქის მესამედს კვლავ უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, – ამის შესახებ სევეროდონეცკის მერმა
ალექსანდრე სტრიუკმა განაცხადა.
„დღეს არის სასტიკი ქუჩის ბრძოლები. მათ თან ახლავს მუდმივი დაბომბვა. ქალაქის მესამედს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ: აშენდა თავდაცვის ხაზი, ბრძოლები მიმდინარეობს მიმდებარე საცხოვრებელ უბნებში, – აცხადებს ქალაქის მერი.
მან დასძინა, რომ უკრაინას რუსული არმიის მუდმივი დაბომბვიდან თავის დასაცავად ესაჭიროება შორეული არტილერია და საჰაერო თავდაცვის სისტემები.
სტრიუკმა, ასევე, დასძინა, რომ სევეროდონეცკს უკვე ორი თვეა წყალი არ მიეწოდება, რადგან ელექტროენერგია არ არის.
„ქალაქში ქვესადგურების 70% დაბომბვის შედეგად განადგურდა“, – აღნიშნა სტრიუკმა.