ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 25, 2024 22:21 საათი

თბილისი

Nov 25 - Mon
Tbilisi, GE
5°C overcast clouds

ქველმოქმედებას არ ვაპირებთ – ვლადიმერ პუტინი

„რუსული გაზის შესყიდვის შესახებ არსებული კონტრაქტები რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყდება“, –  ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. 

„თუ რუბლში გადახდა არ განხორციელდება, ჩვენ ამას მივიჩნევთ მყიდველების მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობად. უსასყიდლოდ არავინ არაფერს მოგვყიდის და არც ჩვენ ვაპირებთ ქველმოქმედებას – ანუ არსებული კონტრაქტები შეწყდება”, – განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, რუსული გაზის რუბლებში გადახდაზე უარი განაცხადეს გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „არამეგობრულ ქვეყნებთან“ ბუნებრივი აირით ვაჭრობის ახალი წესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები