ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 1, 2023 17:09 საათი

თბილისი

ოქტ 1 - კვი
Tbilisi, GE
25°C few clouds

„ქვეყნები, რომლებიც ნეიტრალურობას ინარჩუნებენ, ისტორიულ შეცდომას უშვებენ“ – ემანუელ მაკრონი უკრაინის ომზე

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროს 77-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნები, რომლებიც ნეიტრალურობას უკრაინის ომთან დაკავშირებით, ისტორიულ შეცდომას უშვებენ.

„რასაც ჩვენ ვხედავთ, იმპერიალიზმის ხანის დაბრუნებაა. ქვეყნები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ნეიტრალობას ინარჩუნებენ, ცდებიან. ისინი ისტორიულ შეცდომას უშვებენ. ისინი ვინც დუმან, ერთგვარად თანამონაწილენი არიან ახალი იმპერიალიზმის პროცესის, რომელიც არღვევს არსებულ წესრიგს. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტად დაემუქრება ის ევროპასა და მსოფლიოს. ამან შეიძლება, გამოიწვიოს უფრო დიდი კონფლიქტი, სადაც უსაფრთხოება და სუვერენიტეტი დამოკიდებულია არა ალიანსების, არამედ შეიარაღებული ჯგუფების სიძლიერესა და სხვების დამორჩილებაზე“, – განაცხადა მაკრონმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები