ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 16:15 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
18°C clear sky

ქვეყნებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, მიაწოდონ თუ არა ტანკები უკრაინას – ნატო

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებით, გერმანიამ და სხვა სახელმწიფოებმა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხი.

„ეს არის სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, როგორიც არის გერმანია“, – განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა.

მან დასძინა, რომ თანაბრად მნიშვნელოვანია უკრაინის მიერ მოთხოვნილი სხვა იარაღის მიწოდების საკითხის განხილვა.

„იარაღის გადაცემა ახლა ფული ჯდება, მაგრამ ჩვენთვის ფასი გაცილებით მაღალი იქნება, თუ რუსეთი მოიგებს ომს უკრაინაში. ჩვენ უნდა შევხედოთ რას ითხოვს უკრაინა და, თუ შესაძლებელია, მივცეთ მათ რასაც ითხოვენ“, – აცხადებს რობ ბაუერი.

მსჯელობა გრძელდება უკრაინისთვის გერმანული ტანკების გადაცემის შესახებ.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა  თქვა, რომ „გერმანიას არ სურს ომის მასშტაბების გაფართოების დაშვება. შემდეგ კი კანცლერმა განაცხადა, რომ დათანხმდა ტანკების გადაცემას იმ პირობით, თუკი შეერთებული შტატებიც გადასცემდა.

18 იანვარს ევროპარლამენტმა შოლცს მოუწოდა, უკრაინას ტანკები გადასცეს. 9 იანვარს ბუნდესტაგში უკრაინისთვის ტანკების გადაცემის საკითხზე კენჭისყრა ჩაიშალა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები