ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 05:27 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
8°C clear sky

რა განცხადებას ავრცელებს კრემლი „სამხრეთ ოსეთში“ გაკეთებული განცხადების შესახებ

„სამხრეთ ოსეთში“ გაკეთებულ განცხადებაზე კრემლს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია – პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი  ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის ანატოლი ბიბილოვის მიერ 30 მარტს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „მალე სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა მოხდება და „სამხრეთ ოსეთი“ თავისი ისტორიული სამშობლოს – რუსეთის ნაწილი გახდება“. 

პესკოვი ამბობს, რომ  აღნიშნულ საკითხზე კრემლი ჯერ არ იღებს არანაირ ზომებს, მათ შორის არც იურიდიულს.

„ვერანაირ პოზიციას ვერ გამოვხატავ, ამ კუთხით არანაირი სამართლებრივი და სხვა ქმედება არ მოგვიხდენია, მაგრამ ამავდროულად, საუბარია „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობის აზრის გამოხატვაზე, მათ პატივისცემით ვეპყრობით“, –  განუცხადა მედიას პესკოვმა.

შეგახსენებთ,  ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა: „უახლოეს მომავალში გადავდგამთ სამართლებრივ ნაბიჯებს და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს, რუსეთის ნაწილი“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები