ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 14, 2024 15:54 საათი

თბილისი

სექ 14 - შაბ
Tbilisi, GE
28°C clear sky

რადიკალი, გიჟი სოციალისტი კამალა ჰარისი უფრო ადვილი დასამარცხებელია, ვიდრე ჯო ბაიდენი – ტრამპი

რადიკალი, გიჟი სოციალისტი კამალა ჰარისი უფრო ადვილი დასამარცხებელია, ვიდრე ჯო ბაიდენი, – განაცხადა დონალდ ტრამპმა პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრისას. როგორც პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა აღნიშნა, ამერიკის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები აქვს და პრეზიდენტად ჰარისის არჩევის შემთხვევაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება.

„კამალა გახდა სრული კომუნისტი. მოუსმინეთ მას? მას ჩვენი ქვეყნის განადგურება სურს. კატასტროფული ინფლაციის გამოწვევის შემდეგ ამხანაგმა კამალამ გამოაცხადა, რომ სურს სოციალისტური ფასების კონტროლის დაწესება. ამას აქამდე არასდროს უმუშავია. ეს არის მადუროს გეგმა, ვენესუელა. ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ გიჟ სოციალისტს. ის აპირებს, ჩვენი ქვეყანა დაანგრიოს“, – განაცხადა ტრამპმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები