დღეს რადიკალური ოპოზიციის კრიმინალი ლიდერები და ლიბერალი ფაშისტები ცდილობენ, იმ ახალგაზრდა დამნაშავის დანაშაული „გააპრავონ“, რომელმაც პოლიციელი მოსაკლავად გაიმეტა და ცეცხლი წაუკიდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.
მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ლაზარე გრიგორიადისის გამართლების მცდელობას მარტივი ახსნა აქვს, ვინაიდან სწორედ მათ დაიყენეს ფარად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ახალგაზრდები.
ნიკოლეიშვილი ხაზს უსვამს ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას პოზიციასაც, რომელიც, მისი თქმით, გრიგორიადისის მიერ ჩადენილი დანაშაულის მომწონებელია.
„დღეს რადიკალური ოპოზიციის კრიმინალი ლიდერები და ლიბერალი ფაშისტები ცდილობენ, იმ ახალგაზრდა დამნაშავის დანაშაული „გააპრავონ”, რომელმაც პოლიციელი მოსაკლავად გაიმეტა და ცეცხლი წაუკიდა. ამას მარტივი ახსნა აქვს – სწორედ ხოშტარია/ბოკერია/ჯაფარიძის ბანდამ დაიყენა ეს ახალგაზრდები წინ ფარად და მათი ხელით ცდილობდნენ გადატრიალების მოწყობას, სწორედ მათ ასროლინეს „მოლოტოვის კოქტეილები“ ახალგაზრდებს და ახლა „ვალს აბრუნებენ“! ყველაზე ბინძური მაინც ამ პროცესში რეზიდენტი ნინო ლომჯარიაა, რომელიც იმის ნაცვლად, რომ პოლიციელის მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლის წაკიდების ფაქტს გმობდეს, ამ საშინელი დანაშაულის თანაზიარი და მომწონებელია!” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ასევე, ბრალდებულმა განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.