ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 12:16 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
13°C clear sky

რადიკალურმა ოპოზიციამ დაკარგა თავისი ფუნქცია, რომ ოპონირება გაუწიოს მმართველ გუნდს და სინამდვილეში ის ხდება დაპირისპირებული ქვეყანასთან – არჩილ თალაკვაძე

ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ როგორმე ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საზოგადოება უნდა იცნობდეს თავის ანტიგმირებს. ერთ-ერთი გახლავთ ელენე ხოშტარია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

„რადიკალურმა ოპოზიციამ დაკარგა თავისი ფუნქცია, რომ ოპონირება გაუწიოს მმართველ გუნდს და სინამდვილეში ის ხდება დაპირისპირებული ქვეყანასთან. ჩვენ ვნახეთ ანგარიშები, ვნახეთ საერთაშორისო მედიაში მათი კომენტარებით ჩართვები, ვნახეთ ეს ადამიანები ასევე შეხვედრებზეც ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, სადაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ როგორმე ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საზოგადოება უნდა იცნობდეს თავის ანტიგმირებს. ერთ-ერთი ანტიგმირი გახლავთ ელენე ხოშტარია, რომელიც ანგარიშის თანაავტორია, სადაც პირდაპირ ფაქტების დამახინჯებით, იმის არგუმენტირება ხდება, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ უნდა მიიღოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ინფორმაცია კონკრეტულ პოლიტიკოსებზე რადიკალური ოპოზიციიდან, რომლებიც ევროკავშირში აწარმოებენ აგიტაციას საქართველოს მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების წინააღმდეგ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები