ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 5, 2025 16:05 საათი

თბილისი

Jul 5 - Sat
Tbilisi, GE
26°C broken clouds

„რას მიაღწიეთ? მოლაპარაკებას აპირებდით ჰიტლერთან?“ – პოლონეთის პრეზიდენტმა მაკრონი გააკრიტიკა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გააკრიტიკა. გარდა ამისა, მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანელ ფიურერ ადოლფ ჰიტლერს შეადარა ამის შესახებ rmf24 წერს.

„პრეზიდენტო მაკრონ, რამდენჯერ გქონდათ მოლაპარაკება პუტინთან, რას მიაღწიეთ? შეაჩერეთ თუ არა რაიმე ქმედება, რომელიც განხორციელდა?“ – მიმართა მორავეცკიმ მაკრონს.

მისი თქმით, კრიმინალებთან მოლაპარაკება შეუძლებელია.

„კრიმინალებთან არ აწარმოებენ მოლაპარაკებას, უნდა ებრძოლო კრიმინალებს. არავინ არ აწარმოებდა მოლაპარაკებას ჰიტლერთან. მოლაპარაკებას აპირებდი ჰიტლერთან, სტალინთან, პოლ პოტთან?” – ჰკითხა მორავეცკიმ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის