კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ამერიკელი დემოკრატი კონგრესმენის ჯეიმი რასკინის სიტყვებს ეხმაურება, რომლის თანახმად კონგრესმენი „ფოქსნიუსის“ ერთ-ერთ გადაცემაში ამბობს, რომ რუსეთი მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებს ქადაგებს, ამიტომ ის უნდა განადგურდეს.
ამერიკელი კონგრესმენის განცხადებას გოგა ხაინდრავა ტვიტერზე ეხმაურება და აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს კითხვით მიმართავს:
„თავის გადაცემაში ტაკერ კარსოლნმა გვაუწყა რომ: დემოკრატმა კონგრესმენმა მერილენდიდან ჯეიმი რასკინმა განაცხადა, რომ რუსეთი მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებს ქადაგებს, ამიტომ ის უნდა განადგურდეს! რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს აშშ-ს. იმიტომ არა, რომ აგრესორია… არც იმიტომ რომ იმპერიალისტია და დამპყრობელი, არა! იმიტომ რომ მართლმადიდებელი ქვეყანაა… ასე ფიქრობს დემოკრატი რასკინი მერილენდიდან. თქვენ რას ფიქრობთ ქალბატონო ელჩო დეგნან, საქართველო ხომ მართლმადიდებელი ქვეყანაა, ტრადიციული ღირებულებების მქადაგებელი. რას უნდა ველოდოთ?“, – წერს ხაინდრავა ტვიტერზე.