ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 23, 2024 18:12 საათი

თბილისი

აპრ 23 - სამ
Tbilisi, GE
27°C clear sky

რატომ ამკობთ სტუდიებს, ერთი ხელი ტანსაცმლით წაიყვანეთ გადაცემები – მეუფე ანტონი მეუფე სვიმეონის Land Cruiser-ზე

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსისთვის მეუფე სვიმეონისთვის 2022 წლის Land Cruiser-ის ჩუქების ფაქტს გამოეხმაურა და თქვა, რომ „ეს გამოსარჩლება არ არის“.

„მინდა გამოვეხმაურო მეუფე სვიმეონის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს… არა, არავითარი გამოსარჩლება და ამგვარი, რადგან მაგდაგვარ მოაზროვნეებს მე ვერაფერს შევაგონებ, ეს ბოღმით შეპყრობილი ხალხი, რომელნიც იუდას მსგავსად ყოველთვის იმ ნელსაცხებელს მისტირიან, რომლის ხარჯებით გაჭირვებულთა და ქვრივ-ობოლთა დახმარება იქნებოდა შესაძლებელი – არასოდეს გამოილევა, ისინი ხომ ამით ცოცხლობენ და იკვებებიან.

ყურადღება სხვა რამეზე მინდა გავამახვილო, იმ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე, რომელნიც ყურმოჭრილი მონებივით, სრულიად გამოლენჩებულნი, უსირცხვილოდ, უტიფრად იმეორებენ დაზუთხულ ტექსტებს (მიუხედავად რა პასუხიც არ მიიღონ), რომლის მათმა „შეფებმა“ ავარჯიშა და გამოწვრთნა, მათ მინდა ვთხოვო, იქნებ მიაბრუნონ ის კამერები და მიკროფონები მათი „შეფებისაკენ“ და მათ გადაუღონ და ისევე უტიფრად დაუსვან კითხვები, საიდან აქვთ ამდენი შესაძლებლობები, ყოველ ჯერზე რომ უკანასკნელი მოდის „ზმანებში“ არიან გამოწყობილი, როგორი ავტომობილები ემსახურებათ თუ ჰყავთ, როგორ ცხოვრობენ, გვაჩვენონ მათი სახლ-კარი.

სად ისვენებენ წელიწადის ოთხ დროში, რა უჯდებათ ეს დასვენება, იქნებ ერთი ხელი ტანსაცმლით იარონ და დანარჩენი გაჭირვებულებს, ქვრივ – ობლებს მოახმარონ, რომელზედაც ასე წუხან, რატომ იმალებიან სხვაზე თავდასხმის უკან, გვაჩვენონ მათი ცხოვრება. სასულიერო პირნი შეიმოსებიან კაბით და მორჩა, მისთვის შვებულება- დასვენება და მათგან განსხვავებით ცოტა თუ ბევრ საქვეყნო-საზოგადო საქმეს აკეთებენ.

ეს ოფიციალური ინტრიგნები კი მუდამ ზიზღსა და ღვარძლს თესავენ ადამიანებში, აღვივებენ სიძულვილს, შეძლებული ადამიანისადმი ბოღმას…. რა ასეთი გადაცემების მოწყობით მათი ქვეტექსტი: არ გიყვარდეთ ესენი, შეიძულეთ ღვთისმსახურები, ეკლესია. ერთხელ ვკითხეთ რა მოტივი გამოძრავებ-თქო, პასუხი: სიმართლე არ დავწეროთო?

პირველ რიგში სიმართლე რას ემსახურება ისაა გასარკვევი, დამაბრკოლებლობას თუ გამხნევებას.
იგივე სიმართლით თქვენიც აჩვენეთ და მაგალითიც მოაყოლეთ, რომ ზრუნავთ გაჭირვებულთათვის სოც. დახმარებით და არა მათში ზიზღის ჩანერგვით…

რად გინდათ, რატომ იძენთ და უახლეს აპარატურებს, ამკობთ და ალამაზებთ სტუდიებს, დასხედით ერთ პატარა ოთახში და ერთი ხელი ტანსაცმლით წაიყვანეთ თქვენი ტელეგადაცემები, დანარჩენი მოახმარეთ ქვრივ-ობოლთ… ჩაგეცინათ? ხომ მაგ ჭკუაზე ხართ ახლა თქვენ…

იცით თქვენ მამონის ძენო და ასულნო ვის ემსახურებით, პატარა ჭინკები მაგიტომ გჭირდებათ აყეფოთ და უტიფრად გამუდმებით ამეორებინოთ დაზუთხული კითვები… ამ სტატიაზეც არ გამოგრჩეთ ყეფა, აა, ვიქნევ დირიჟორის ჯოხს დაიწყეთ… აბა ვინ იქნება პირველი, ჭიღლაძე? თუ მეუფის ფრთის ქვეშ გაზრდილი – ნაძირლად გადაქცეულები“, – აცხადებს სასულიერო პირი. 

შეგახსენებთ, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონის განცხადებით, 2022 წლის Land Cruiser-ი, რომლის ღირებულება 254 ათას ლარს შეადგენს, მრევლმა აჩუქა. 

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები