ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 10, 2024 04:49 საათი

თბილისი

აპრ 10 - ოთხ
Tbilisi, GE
12°C overcast clouds

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ნიკოლ ფაშინიანი პრაღაში მოლაპარაკებებს გამართავენ

6-7 ოქტომბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომლის ინიციატორი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია. ინფორმაციას ჩეხური მედია ავრცელებს.

ამასთან, ჩეხური მედია წერს, რომ  თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზაციაზე პრაღაში მოლაპარაკებებს გამართავენ.

ამავე ცნობით, ჩეხეთის დედაქალაქში თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ინიციატორი სომხეთის პრემიერ-მინისტრია.

ცნობისთვის, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერების გარდა, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (ATS) სამიტს დაესწრებიან თურქეთი, ალბანეთი, აზერბაიჯანი, დიდი ბრიტანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სომხეთი, საქართველო, შვეიცარია, ისლანდია, ჩერნოგორია, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, ლიხტენშტაინი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები