ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 07:44 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
5°C clear sky

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: მშვიდობას დამარცხებული არ ეყოლება

თურქეთის პრეზიდენტმა სტამბოლში, სადაც რუსეთ-უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები იწყება, მხარეებს სიტყვით მიმართა. ერდოღანის სიტყვას აპლოდისმენტები მოჰყვა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიასაშუალება იუწყება, რომ ეს არის პირველი პირისპირ მოლაპარაკებები ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ რაიმე სერიოზული გარღვევის იმედი არ არსებობს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რაც უკრაინაში ხდება და აღნიშნა, რომ  თურქეთის მეგობრობა ორივე ქვეყანასთან უფლებას აძლევს მას შუამავლობის ვალდებულება იკისროს.

„ტრაგედიის შეჩერება ორივე მხარის ხელშია. ვისურვებ, რომ ჩვენი შეხვედრები და დისკუსიები წარმატებული იყოს თქვენი ქვეყნებისთვის, ჩვენი რეგიონისთვის და მთელი კაცობრიობისთვის“, – განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ მშვიდობას დამარცხებული არ ეყოლება.

ამასთან, როგორც BBC წერს, თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, თუმცა რუსეთთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები