ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 19, 2025 12:38 საათი

თბილისი

Nov 19 - Wed
Tbilisi, GE
15°C clear sky

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ვიმედოვნებ, უმოკლეს დროში შევძლებთ სომხეთისგან ზანგეზურის დერეფნის გახსნას

„იმედია, რაც შეიძლება მალე გავხსნით ზანგეზურის დერეფანს და ნახიჩევანის გავლით საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაცია გვექნება ჩვენს მეგობარ და მოძმე აზერბაიჯანთან,“ – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, ჩვენი რეგიონი მშვიდობისა და კეთილდღეობის აუზად შეგვიძლია, გადავაქციოთ ერთობლივი პროექტებით, რაც მოიცავს ჩვენ მეზობელ ირანს“, – აღნიშნა ერდოღანმა.

როგორც ერდოღანმა განაცხადა, დერეფნის გახსნა თურქეთისთვის სტრატეგიული საკითხია, ის ანკარასა და ბაქოს შორის კავშირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, სავარაუდოდ, 5 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში შეხვდებიან, რათა განიხილონ ორმხრივი სამშვიდობო ხელშეკრულება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის