ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 25, 2024 15:31 საათი

თბილისი

აპრ 25 - ხუთ
Tbilisi, GE
25°C clear sky

Reuters: გამოკითხვების თანახმად, იტალიაში ხვალინდელ საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალისტური პარტია „იტალიის ძმები“ გაიმარჯვებს

გამოკითხვების თანახმად, 25 სექტემბერს დაგეგმილ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალისტური პარტია „იტალიის ძმები“ გაიმარჯვებს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

როგორც საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მეტყველებს, ჯორჯია მელონის ულტრამემარჯვენე პარტია „იტალიის ძმები“, მატეო სალვინის „ჩრდილოეთის ლიგა“ და სილვიო ბერლუსკონის „წინ, იტალია“ სამთავრობო კოალიციას ჩამოაყალიბებენ.​

წინასაარჩევნო კამპანიის დროს მელონი და სალვინი ევროკავშირს აკრიტიკებდნენ და ბრიუსელს ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებდნენ. ამის საპასუხოდ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპას „აქვს შესაბამისი ბერკეტები“ იმ შემთხვევისთვის, თუ იტალიაში პროცესები „რთული მიმართულებით წავა“.

ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია, ულტრამემარჯვენე ძალების ხელისუფლებაში მოსვლას შეუშალოს ხელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერი ჯუზეპე კონტეა, რომელმაც მიმდინარე წლის ივლისში მარიო დრაგის კაბინეტს მხარდაჭერა არ გამოუცხადა, რის გამოც დრაგის თანამდებობის დატოვება მოუწია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები