ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 13:04 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

Reuters: ისრაელი და პალესტინელი მებრძოლები დაზავებაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და პალესტინელი ჯიჰადისტი მებრძოლები 7 აგვისტოს საღამოდან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ Reuters-ი ეგვიპტელ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ეგვიპტელი ანონიმური წყაროს განცხადებით, ისრაელი დათანხმდა წინადადებას და ადგილობრივი დროით 20:00 საათზე (საქართველოს დროით 21:00 საათზე) ცეცხლი შეწყდება.

ისრაელისა და ისლამური ჯიჰადის წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაადასტურეს და მხოლოდ ის განაცხადეს, რომ კაიროსთან კონტაქტი აქვთ.

ცნობისთვის, 5 აგვისტოს ისრაელმა პალესტინის ისლამური ჯიჰადის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 5 აგვისტოს შემდეგ, ისრაელის მიმართულებით პალესტინიდან თითქმის 400 რაკეტა გაისროლეს.

აღნიშნული დაძაბულობა არის ყველაზე სერიოზული ესკალაცია ისრაელსა და ღაზას შორის 2021 წლის მაისში 11-დღიანი კონფლიქტის შემდეგ, რის შედეგადაც 200-ზე მეტი პალესტინელი და ათეულობით ებრაელი დაიღუპა.

ჰამასი, ამ რეგიონში მებრძოლთა ყველაზე დიდი დაჯგუფება, რომელსაც ისლამური ჯიჰადის მსგავსი იდეოლოგია აქვს, ჯერჯერობით დუმს და კონფლიქტში ღიად არ ჩარეულა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები