როგორ შეიძლება ასეთ განვითარებულ დემოკრატიაში, ასეთ ეკონომიკური ზრდადობის პირობებში ქვეყანაში ხდებოდეს დემოკრატიის უკუსვლა. ეს ხომ უბრალოდ საუბარია თეთრზე შავის და ამ ყველაფერს ხომ საზოგადოება ხედავს – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
„ძალიან გულსატკენია იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის გახდა უკვე ნათელი როდესაც პარტნიორი, მეგობარი, ამდენი წლის მეგობრები ნათლად, ყველანაირი პოლიტიკური სიმულაციების გარეშე პირდაპირ საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე გეუბნება, რომ „არა მეგობრებო, თქვენ ცდებით, თეთრი არის შავი.“
ჩვენ ვსვამთ ლეგიტიმურ კითხვებს, კი ბატონო, მაგრამ ამ კვლევებს რა ვუყოთ, ამ მონაცემებს რა ვუყოთ, რეალურ მდგომარეობას რა ვუყოთ?. რეაქცია არის ნული, ეს არის უსამართლობა.“ – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიულ მაქსიმუმი დააფიქსირა და 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.
გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ინდექსის მიხედვით, საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-იანი სისტემით 81,5% დაიმსახურა.