ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 24, 2024 11:40 საათი

თბილისი

აპრ 24 - ოთხ
Tbilisi, GE
19°C clear sky

„როგორ უნდა გაუმკლავდეთ მოღალატეებს – თუ კანონი არ მუშაობს ან არ აღწევს მიზანს, მაშინ ომის დროს სპეციალური წესების მიხედვით“ – დიმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის მოღალატეებთან გამკლავება „ომის დროის წესების მიხედვით“ უნდა მოხდეს.

„განახლდა დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ მოღალატეებს, რომლებიც წავიდნენ მტერთან და სურთ, რომ მათი სამშობლო დაიღუპოს… რა თქმა უნდა, მხოლოდ კანონით. მაგრამ თუ კანონი არ მუშაობს ან არ აღწევს მიზანს, მაშინ ომის დროს სპეციალური წესების მიხედვით. გავიხსენოთ დიდი სამამულო ომის გამოცდილება და სხვა ქვეყნებიც. ომის დროს ყოველთვის არსებობდა ასეთი განსაკუთრებული წესები. და უმწიკვლოდ შეუმჩნეველი ადამიანების მშვიდი ჯგუფები, რომლებიც ეფექტურად ასრულებენ მათ“, – წერს მედვედევი.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციაში „მოღალატეებად“ აცხადებენ მათ, ვინც ქვეყანა დატოვა ან არ ეთანხმება კრემლის რეჟიმს, არ უჭერენ მხარს ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები