ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 25, 2024 02:59 საათი

თბილისი

აპრ 25 - ხუთ
Tbilisi, GE
13°C clear sky

რომის პაპი – ვევედრები ვლადიმერ პუტინს, შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს ომი, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კი ღია იყოს მოლაპარაკებებისთვის.

მან ასევე განაცხადა, რომ ღრმად წუხს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გამო.

„ღრმად ვწუხვარ იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა ბოლო დღეებში, შემდგომი ქმედებებით, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ეს ზრდის ბირთვული ესკალაციის რისკს, რაც იწვევს მთელ მსოფლიოში უკონტროლო და კატასტროფული შედეგების შიშს“, – განაცხადა მან.

„ჩემი მიმართვა უპირველეს ყოვლისა ეხება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს და ვევედრები მას შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი, თუნდაც საკუთარი ხალხის სიყვარულის გამო.

მეორე მხრივ, მივმართავ თანაბრად იმედისმომცემი თხოვნით უკრაინის პრეზიდენტს, ღია იყოს სერიოზული სამშვიდობო წინადადებისთვის”, – დასძინა მან.

მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას „გააკეთოს ყველაფერი, რათა დასრულდეს ომი, სახიფათო ესკალაციაში ჩათრევის გარეშე“ და მხარი დაუჭიროს კონფლიქტის დიალოგის გზით მოგვარების ნებისმიერ მცდელობას.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები