ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2025 01:51 საათი

თბილისი

Apr 20 - Sun
Tbilisi, GE
12°C clear sky

„რუსებმა ხერსონის ოლქის უზარმაზარი ტერიტორია დანაღმეს“ – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა ხერსონში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

მან უკრაინელებს მოუწოდა, რომ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნება არ იჩქარონ.

„ინფრასტრუქტურული კუთხით რუსები ანადგურებენ ყველაფერს, რაც შეიძლება, რომ განადგურდეს და სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ უზარმაზარი ტერიტორია დანაღმულია. მეტიც, არ გამოვრიცხავთ, რომ სადმე დიდი ზომის „ასაფეთქებელი ნივთიერებები“ იყოს ჩადებული. ამიტომ მოსახლეობა ამ საკითხს დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს და სანამ ჩვენი შეიარაღებული ძალები, ჩვენი ჯარისკაცები არ მისცემენ მათ დაბრუნების ნებას, მანამდე არ ვურჩევთ, რომ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნდნენ“, – განაცხადა დანილოვმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის