ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 14:09 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
18°C clear sky

რუსებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და ეს წარმატებაა – რაისი 2008 წლის ომზე

The Brookings Institution-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა საქართველოში 2008 წლის ომის პერიოდზე ისაუბრა.

რაისის თქმით, რუსებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და ეს წარმატებაა.

„ჩვენ ვერ გამოვიყენებდით ამერიკულ ძალას რუსების წინააღმდეგ, მე მახსოვს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, როდესაც ტესტოსტერონი ტრიალებდა ჰაერში და ჩემმა კოლეგას სტივ ჰედლიმ იკითხა „ვაპირებთ თუ არა რუსეთის წინააღმდეგ გამოვიყენოთ სამხედრო ძალა“.

მოკლედ რომ ვთქვათ, საჭიროა იმ შეზღუდვების გააზრება რომლებიც არსებობს. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი იყო რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი შეენარჩუნებინა, მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ყოფილიყო ხელუხლებელი და რუსული ჯარები არ მდგარიყვნენ თბილისში.

ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ. მე საუბარი მქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ის შეეცადა რომ ჩემთან საიდუმლო შეთანხმება დაედო სააკაშვილის მოშორების თაობაზე. მე მას ვუთხარი ამერიკის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ ისაუბრებდნენ დემოკრატიულად არჩეული ლიდერის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შესახებ. საბოლოოდ მიზანს, რუსებმა ვერ მიაღწიეს და ვფიქრობ, ეს წარმატებაა“, – აცხადებს რაისი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები