ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 11, 2025 19:48 საათი

თბილისი

Jul 11 - Fri
Tbilisi, GE
32°C clear sky

რუსებმა ქალაქ ოდესაზე შეტევა განახორციელეს

ქალაქ ოდესაზე რუსული ძალების იერიშის შედეგად დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი 9-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი იტყობინება.

როგორც კიპერმა აღნიშნა, ოდესაზე შეტევა დილის 10:00 საათზე დაიწყო, როდესაც ბევრი მათგანი პლაჟზე ან სამსახურში იმყოფებოდა.

„ამჟამად ჩვენთვის ცნობილია ცხრა დაშავებულის შესახებ, რომელთაგან შვიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს კი დახმარება ადგილზევე გაუწიეს. ყველა შესაბამისი სამსახური შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობს“, – განაცხადა კიპერმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსების იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ბენზინგასამართი სადგური და რამდენიმე მანქანა. ადგილზე მაშველები, ექიმები და სამართალდამცველები მუშაობენ.

შეგახსენებთ, 11 ივლისს რუსულმა ძალებმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით კვლავ შეუტიეს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის