ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 16, 2024 11:25 საათი

თბილისი

სექ 16 - ორშ
Tbilisi, GE
20°C clear sky

რუსეთი იტოვებს უფლებას გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ ნატო თავს დაესხმება – დიმიტრი პოლიანსკიმ

რუსეთი უკვე ღიად საუბრობს ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე. ასეთი სცენარისთვის მზადყოფნა დაადასტურა გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა დიმიტრი პოლიანსკიმ.

გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ ნატო ქვეყნის „პროვოცირებას“ მოახდენს.

„თუ რუსეთს თავს დაესხმება ნატო, მაშინ რუსეთს აქვს უფლება გამოიყენოს ბირთვული იარაღი და რატომაც არა? ჩვენ ვართ ბირთვული სახელმწიფო“, – აღნიშნა პოლიანსკიმ.

ელჩის თქმით, ბირთვულ სახელმწიფოს არ უნდა დაემუქრონ.

„არ უნდა დაემუქრო რუსეთს და სცადო ჩარევა. როცა საქმე გაქვს ბირთვულ სახელმწიფოსთან, რა თქმა უნდა, შენი საქციელის ყველა შესაძლო შედეგი უნდა გამოთვალო“, – დასძინა გაეროში რუსეთის ელჩმა.

ელჩმა უარყო აშშ-ის მთავრობის ოფიციალური განცხადება, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში ომის დანაშაულებს ჩადიან.

„არა მგონია, რომ უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს ჩავიდენთ. თქვენ უყურებ ბევრ ვიდეოს, რომელიც, შეიძლება იყოს ყალბი“, – აღნიშნავს პოლიანსკი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები