რუსეთის საოკუპაციო ძალები ხარკოვის ასაღებად ემზადებიან, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა.
„მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია შეტევითი ოპერაციების განახლებაზე და ქალაქ ხარკოვის აღებაზე. მტერი აძლიერებს ჯგუფს დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქებში. ამას აკეთებს როგორც სხვა სამხედრო ოლქებიდან ჯარების გადაყვანით, ასევე, სამობილიზაციო სარეზერვო ნაწილების ჩართვის გზით.
მტერი, ასევე, ადგენს ჯარების ლოგისტიკის მარშრუტებს, ქმნის საბრძოლო მასალის, რაკეტების და საწვავის მარაგს და ამზადებს სამედიცინო დაწესებულებებს დიდი რაოდენობით დაჭრილების მისაღებად“, – აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.