აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ჰიპერბგერითი რაკეტების გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ჰიპერბგერითი რაკეტების გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცლებს.
წყარო : AFP ოსტინის განცხადებაზე დაყრდნობით
ოსტინის პირდაპირი გამოსვლა : ”მე ამას ვერ ვხედავ, როგორც ომის მიმდინარეობის მნიშვნელოვან ცვლილებას.
ვფიქრობ, მიზეზი, რის გამოც ის მიმართავს ამ ტიპის იარაღს, არის მისი მცდელობა აღადგინოს შეტევითი პოტენციალი. და კიდევ, ჩვენ ვნახეთ, როგორ უტევს ის ქალაქებსა და სოფლებს, მშვიდობიან მოსახლეობას და ვფიქრობთ, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება“.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მათ აქვთ მონაცემები უკრაინის ომისთვის რუსების მიერ სირიელი დაქირავებული ჯარისკაცების გაწვევის შესახებ, მაგრამ არ არსებობს ინფორმაცია, რომ ეს დაქირავებულები უკვე გამოჩნდნენ უკრაინის ბრძოლის ველზე.