ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 16:50 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
17°C clear sky

რუსეთი პატიმრების შრომას იყენებს უკრაინის ომში იარაღის წარმოებისთვის – ბრიტანული დაზვერვა

რუსეთის სამხედრო ინდუსტრიამ დაიწყო პატიმრების შრომის გამოყენება. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო წერს.

როგორც ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, 2022 წლის ნოემბერში, ურალვაგონზავოდმა, ტანკების უმსხვილესმა მწარმოებელმა რუსეთში, სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურთან შეხვედრის შემდეგ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ის 250 პატიმარს აიყვანს სამუშაოდ.

რუსეთს აქვს პატიმართა შრომის გამოყენების დიდი ტრადიცია, მაგრამ 2017 წლიდან იძულებითი შრომა, როგორც ცალკე სისხლის სამართლის სასჯელი, ხელახლა შევიდა ძალაში.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, „პატიმრები წარმოადგენენ უნიკალურ ადამიანურ რესურსს“, რომელიც რუს ლიდერებს შეუძლიათ გამოიყენონ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდასაჭერად, მაშინ როდესაც მოხალისეების დეფიციტია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები