რუსები იძულებულნი იქნებიან შეანელონ სარაკეტო თავდასხმები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, – ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები იუწყებიან.
ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებმა ახალ ანგარიშში განაცხადეს, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსულმა ძალებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმების ყველაზე დიდი სერია უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსულმა სამხედროებმა გამოიყენეს თავისი მაღალი სიზუსტის იარაღის სისტემების მნიშვნელოვანი ნაწილი 15 ნოემბრის კოორდინირებული სარაკეტო დარტყმების დროს.
ამავდროულად, ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ უკრაინის მიერ ჩამოგდებული რაკეტების რაოდენობა მიუთითებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში.
ექსპერტებმა, ასევე, აღნიშნეს, რომ რუსულ ძალებს მაღალი სიზუსტის იარაღის სისტემების მარაგი ეწურებათ და სავარაუდოდ, იძულებულნი იქნებიან შეანელონ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ტემპი.
ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ რუსული ლოგისტიკური მარშრუტები ყირიმიდან უკრაინის სამხრეთით, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გაუარესდა.