ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 1, 2025 16:09 საათი

თბილისი

Sep 1 - Mon
Tbilisi, GE
36°C clear sky

„რუსეთი შეასრულებს ინდოეთის მოთხოვნებს საბრძოლო მასალის სასწრაფო მიწოდებებზე ,“ – დიმიტრი შუგაევი

რუსეთი ინდოეთის მოთხოვნებს ასრულებს და უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალის სასწრაფო მიწოდებას. ამის შესახებ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფედერალური სამსახურის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის დირექტორმა, დიმიტრი შუგაევმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პირობებში რუსეთისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფო თავდაცვის შეკვეთების შესრულება, სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, მოსკოვი ცდილობს ინდოეთის ყველა განაცხადის მაქსიმალურად დაკმაყოფილებას.

„ვასრულებთ ინდოეთის მოთხოვნებს საბრძოლო მასალის სასწრაფო მიწოდებებზე ,“ – აღნიშნა შუგაევმა.

მანამდე, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვსა და ნიუ-დელს შორის არსებული თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფაში. მისი თქმით, პარტნიორობა რუსეთთან არის სტრატეგიული, პრივილეგირებული და ყოვლისმომცველი.

ასევე, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდების ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ორგანიზაცია ჩინეთთან და ინდოეთთან ახალ პროექტებს წარადგენს.

31 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ქალაქ ტიანცზინში ჩავიდა, რათა მონაწილეობა მიეღო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების ლიდერთა საბჭოსა და ფორმატ „შოს+“-ის სხდომებში. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მან ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს ალასკაზე გამართული სამიტის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის