ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 13, 2025 17:28 საათი

თბილისი

Jun 13 - Fri
Tbilisi, GE
31°C light rain

„რუსეთი თავდაჯერებულად ქმნის თავის მომავალს“ – კიმ ჩენ ინი რუსეთს „რუსეთის დღეს“ ულოცავს

„რუსეთის დღისადმი“ მიძღვნილ მილოცვაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ყოველთვის იქნება რუსეთის ფედერაციის გვერდით. მილოცვის ტექსტი კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) მიერ არის გამოქვეყნებული.

„დღეს, რუსეთი თქვენი ბრძენი და გამოცდილი ხელმძღვანელის წყალობით, ყველა გარე, შიდა გამოწვევისა და საფრთხის დაძლევით, თავდაჯერებულად ქმნის თავის მომავალს და ჩვენ მთელი გულით ვხარობთ ჩვენი მოძმე სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის წარმატებებით“, – ნათქვამია კიმ ჩენ ინის მისალოც განცხადებაში.

შეგახსენებთ, მანამდე კი, რუს ხალხს „რუსეთის დღეს“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიულოცა.

ცნობისთვის, 12 ივნისს რუსეთში მთავარი სახელმწიფო დღესასწაული „რუსეთის დღე“ აღინიშნება.

1990 წლის 12 ივნისს რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ მიიღო „დეკლარაცია სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ“.

2002 წლამდე ამ დღეს „რუსეთის დამოუკიდებლობის დღე“ ერქვა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის