ტელეკომპანია სეზონი

მარტი 29, 2024 15:52 საათი

თბილისი

მარ 29 - პარ
Tbilisi, GE
19°C clear sky

რუსეთი უკრაინის კონფლიქტის შესახებ „ცრუ“ ინფორმაციის გავრცელებისთვის „ვიკიპედიის“ დასჯას გეგმავს

რუსული მხარე აცხადებს, რომ Wikimedia Foundation-ის დასასჯელად ზომებს მიიღებს, რადგან მის მფლობელობაში მქონე ონლაინ ენციკლოპედია „ვიკიპედია“ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ რუსულ კანონს არღვევს.

„როსკომნადზორის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  „ვიკიპედია“ კვლავ ავრცელებს აკრძალულ მასალებს, მათ შორის „ფეიკებს“ უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ.

რუსეთი „ვიკიპედიის“ წინააღმდეგ „სადამსჯელო“ ზომებს იქამდე მიიღებს, სანამ „ვიკიპედიის“ სტანდარტები რუსულ კანონმდებლობასთან „შესაბამისი“ არ იქნება.

ცნობისთვის, რუსეთში უკრაინის კონფლიქტის შესახებ „ცრუ“ ინფორმაციის გავრცელება კანონით არის აკრძალული.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები