რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთიდან წასულ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, ქონება ჩამოერთვათ.
„ცოტა ხნის წინ, ზოგიერთმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიიჩნია, რომ შესაძლებელია, შეურაცხყოფა მიაყენოს რუსეთს, მის მოსახლეობას, ჯარისკაცებს და ოფიცრებს, ღიად დაუჭიროს მხარი ბოროტმოქმედებს, ნაცისტებს და მკვლელებს.
მათი მიზანი ნათელია – მოიპოვონ კეთილგანწყობა და შეეცადონ, შეინარჩუნონ თავიანთი კეთილდღეობა საზღვარგარეთ.
რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის თანახმად, ასეთი განცხადებები შეიძლება ჩაითვალოს მოწოდებად ექსტრემიზმისკენ, ნაციზმის რეაბილიტაციის ან შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ. დანაშაულის დადგენა გამოძიების ამოცანაა. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, არსებული რეაგირების ღონისძიებები საკმარისი არ არის.
წასული ნაძირალები ჩვენი ქვეყნის წყალობით კომფორტულად ცხოვრობენ. საზღვარგარეთ ყოფნისას ისინი ქირაობენ უძრავ ქონებას, აგრძელებენ ჰონორარების მიღებას რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე. ამავდროულად, თავს უფლებას აძლევენ, საჯაროდ შეასხან ტალახი რუსეთს, შეურაცხყონ ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები. ისინი გრძნობენ თავიანთ დაუსჯელობას, მიაჩნიათ, რომ სამართლიანობა მათ ვერ მიწვდებათ.
ამ ვითარებაში სწორი იქნება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების დამატება რუსეთის ფედერაციაში ნაძირალების ქონების ჩამორთმევის შესახებ, რაც მათ აქვთ საკმარისი ზიანის ასანაზღაურებლად. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ დააბრუნებს მათ სინდისს“, – წერს ვოლოდინი.