ოთხი უკრაინელი სამხედრო – იური გოროვეცი, მაქსიმ მიხაილოვი, ტარას კარპიუკი და ბოგდან ლიაგოვი – რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
26 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის FSB-მ გამოაცხადა ოთხი უკრაინელის მკვლელობის შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ „დივერსიული და ტერორისტული აქტების“ განხორციელების მიზნით.
რუსეთის სადაზვერვო სამსახური წერდა, რომ დაღუპულებს ჰქონდათ უცხოური იარაღი, კერძოდ, SIG Sauer ავტომატები, საკომუნიკაციო და სანავიგაციო მოწყობილობები და ოთხი ბომბი, რომელთა საერთო ტევადობა დაახლოებით 40 კგ ტროტილი იყო.
უკრაინელი სამხედროების დაღუპვა მოგვიანებით დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლმა, ევგენ კარასმა.