ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 6, 2025 06:26 საათი

თბილისი

Jun 6 - Fri
Tbilisi, GE
18°C overcast clouds

რუსეთის ჯარების ორმა მესამედმა კიევის რეგიონი დატოვა – CNN

კიევის ირგვლივ კონცენტრირებული რუსული ჯარის დაახლოებით ორმა მესამედმა კიევის ტერიტორია დატოვა, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

ოფიციალური პირის თქმით, ჯარები, რომლებმაც დატოვეს კიევის მიმდებარე ტერიტორია, გადაადგილდებიან ჩრდილოეთით და „კონცენტრირდება ბელორუსიაში“.

„ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა, რომ  ჯარს კიდევ ამარაგებენ. ჯარებს  აძლიერებენ დამატებითი ძალებით და შემდეგ უკრაინაში გაგზავნიან საომარი მოქმედებების სხვაგან გასაგრძელებლად. ჩვენი შეფასებით, გაძლიერებულ ჯარებს დონბასის რეგიონში გაგზავნიან“, – დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მან დასძინა, რომ მარიუპოლისთვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის