ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 00:09 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
12°C clear sky

რუსეთის მიერ შემოთავაზებული პროექტი მისაღებია – ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე

ერევნისთვის მისაღებია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარების პროექტი, რომელიც რუსეთმა წარმოადგინა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.

„გასულ კვირას ვალდაის კლუბის მოედანზე ჩვენ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შესაძლებლობის საკითხი განვიხილეთ. მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ჩვენთვის მისაღებია მიდგომები, რომლებიც რუსული პროექტის მიერ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების საბაზისო პრინციპებს და პარამეტრებს ითვალისწინებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია დღევანდელი სამმხრივი განცხადების მიღების დროს ამ დოკუმენტის ტექსტის გამოყენება და თქვენ ამას მხარს დაუჭერთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ ეს ტექსტი წინა შეხვედრების, მათ შორის პრაღაში 6 ოქტომბრის შეხვედრის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გაგრძელებაა და მათ არანაირად არ ეწინააღმდეგება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები