პოლონეთში, ლუბლინისა და რადომის აეროპორტები დაიხურა, რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი მასშტაბური იერიშების გამო.
„სამხედრო თვითმფრინავების ფრენის თავისუფლების უზრუნველყოფის აუცილებლობის გამო, რადომისა და ლუბლინის აეროპორტები დაიხურა“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის განახლდება აეროპორტების მუშაობა.