ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 25, 2024 19:31 საათი

თბილისი

Nov 25 - Mon
Tbilisi, GE
7°C overcast clouds

„რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დიპლომატიური გზით უნდა დასრულდეს“ – თეთრი სახლი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულება დიპლომატიური გზით უნდა მოიძებნოს, ორივე ქვეყანა უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

„რაც უნდა მოხდეს, არის ის, რომ ორივე მხარემ მოლაპარაკების გზით უნდა მოძებნოს მშვიდობიანი და დიპლომატიური გამოსავალი ამ სიტუაციიდან“, – თქვა კირბიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ამჟამად ვერ ხედავს რუსეთის სერიოზულ განზრახვას უკრაინასთან არსებითი სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები