ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 6, 2025 09:22 საათი

თბილისი

Jul 6 - Sun
Tbilisi, GE
17°C scattered clouds

რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ სანქციების განხორციელებისთვის სასჯელის შემოღება დაამტკიცა

ქვეყნის ტერიტორიაზე ანტირუსული სანქციების განხორციელებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების იდეას მხარი დაუჭირა რუსეთის უზენაესმა სასამართლომ. ამის შესახებ ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობისა და სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კლიშასმა დღეს ტელეგრამის არხზე განაცხადა.

მანამდე სენატორმა განაცხადა, რომ ცვლილებების პაკეტზე მუშაობა დასრულებულია. მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში ახალ ცვლილებებს 4 აპრილს განიხილავენ.

მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 24 თებერვალს უკრაინაში  სამხედრო შეჭრა წამოიწყეს, დასავლეთის ქვეყნებმა მრავალი ეკონომიკური სანქცია დააწესეს . კრემლმა ამ ქმედებებს ეკონომიკური ომი უწოდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის