ტელეკომპანია სეზონი

დეკემბერი 17, 2024 20:19 საათი

თბილისი

Dec 17 - Tue
Tbilisi, GE
6°C clear sky

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენას – რუსული მედია

რუსეთმა შესაძლოა, გადაწყვიტოს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლება და მისი მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია, თუ აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო მედია, TASS-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა განაცხადა.

„რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებს, თუ ამისათვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება – თბილისში არსებული პირობები ცნობილია – ჩვენ არ გამოვრიცხავთ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა მან.

გონჩარმა, ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ამ წლისთვის ორნიშნა ციფრამდე გაიზარდა „ძირითადად შემომავალი ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებისა და რუსეთთან ვაჭრობის შთამბეჭდავი შემოსავლების წყალობით“.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან დროებით ეკრძალებათ საქართველოში საჰაერო ფრენების განხორციელება. ამავე დღიდან ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიაკომპანიების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.

„რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც იმავე წლის 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსული ავიახაზების აკრძალვა დროებითია და მისი გაუქმების მთავარი პირობაა საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხეების გაქრობა“, – წერს რუსული მედია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები