ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 8, 2025 15:58 საათი

თბილისი

Sep 8 - Mon
Tbilisi, GE
22°C light rain

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინისა და სოხუმის მთავრობის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ირაკლი ტუჟბას შეხვედრა გაიმართა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინისა და სოხუმის მთავრობის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ირაკლი ტუჟბას შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ჟენევის დისკუსიების წინ, კონსულტაციების ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.

შეხვედრაზე ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგი იყო განხილული, რომელიც 4-5 აპრილს უნდა გაიმართოს.

შეხვედრის მონაწილეები უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველყოფის მხრივ ისევ ითხოვენ საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, ასევე სოხუმის წარმომადგენლები საქართველოს ე.წ. საზღვრის დემარკაციის აუცილებლობაზეც საუბრობენ.ჟენევის დისკუსიები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ აღარ გამართულა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის