ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 18:44 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავენ

რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს, როდესაც ამისთვის შესაბამისი პირობები შეიქმნება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

რუსი დიპლომატის თქმით, მყარი კავშირების არსებობა რუსეთის და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში შედის, რომლებსაც „მეგობრობის, კეთილმეზობლობის, საერთო ისტორიის, კულტურის და სულიერი ტრადიციები აკავშირებს“.

„რუსეთში ცხოვრობს და წარმატებით საქმიანობს ასიათასობით ეთნიკური ქართველი, ასევე ბოლო დროს გაიზარდა საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობაც“, – განაცხადა გალუზინმა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დენის გონჩარმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა არ გამორიცხა.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები