ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 25, 2025 12:23 საათი

თბილისი

Jul 25 - Fri
Tbilisi, GE
26°C clear sky

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მოდერნიზაციის გეგმები ეფექტურად და სრული მოცულობით შესრულდება — ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების განვითარებისადმი მიმართულ ყველა დაგეგმილი ღონისძიება სრული მოცულობით განხორციელდება.

„ჩვენ აუცილებლად და სრული მოცულობით განვახორციელებთ თანამედროვე სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფორმირების გეგმებს, რაც უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებასა და ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას მსოფლიო ოკეანის ყველა სივრცეში. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს,“ — აღნიშნა პრეზიდენტმა ატომური წყალქვეშა სარაკეტო კრეისერის — „პრინცი (კნიაზ) პოჟარსკის“ დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონიაზე.

მისი თქმით, ასეთი თანმიმდევრული და სისტემური მუშაობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს დარგში მოქმედ საწარმოებსა და მასთან დაკავშირებული სექტორების ეკონომიკურ სტაბილურობას, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პერსპექტიული კადრების მოზიდვისა და მაღალტექნოლოგიური განვითარებისთვის.

„რუსულ გემსაშენებში ამჟამად 70-ზე მეტი ხომალდი სხვადასხვა ეტაპზეა. მხოლოდ ‘სევმაშზე’ 2030 წლისთვის დაგეგმილია ექვსი ახალი ატომური წყალქვეშა ნავის მშენებლობა,“ — დასძინა ვლადიმირ პუტინმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის