ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 12, 2025 21:12 საათი

თბილისი

Apr 12 - Sat
Tbilisi, GE
5°C broken clouds

რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ათობით უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ქალაქ ნიკოლაევში

უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ ნიკოლაევში, უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის ყაზარმებზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ათობით სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი და სხვა დასავლური მედია ავრცელებს. მსხვერპლის რაოდენობის შესახებ უკრაინული მხარის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა იერიშის ადგილის ამსახველი ფოტოები, სადაც ჩანს, რომ შენობები, რომლებშიც სამხედროები იმყოფებოდნენ, პარასკევს ღამით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურდა. ნანგრევების ქვეშ მყოფი ადამიანების ძებნა გრძელდება. შაბათს ერთი ადამიანი ცოცხალი იპოვეს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის