ტელეკომპანია სეზონი

მარტი 29, 2024 06:55 საათი

თბილისი

მარ 29 - პარ
Tbilisi, GE
5°C clear sky

„რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონი ბელგოროდში კვლავ შეტევაზე გადავიდა

„რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონმა ბელგოროდის ოლქში მორიგი შეტევა დაიწყო.

ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ბრძოლები უკრაინის საზღვართან, ქალაქ ნოვაია ტავოლჟანკაში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, რუსული ძალები „უკრაინულ დივერსიულ ჯგუფს“ ებრძვიან.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ბელგოროდში „დივერსიების“ მოწყობაში უკრაინული მხარე არაერთხელ დაადანაშაულეს, თუმცა უკრაინა რუსულ ოლქში მისი სამხედროების შეჭრას უარყოფს და აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაციებში ეთნიკური რუსებით დაკომპლექტებული „რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის წევრები მონაწილეობენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები