ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 16, 2024 10:13 საათი

თბილისი

სექ 16 - ორშ
Tbilisi, GE
20°C scattered clouds

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ბუმერანგივით უბრუნდება დასავლეთს – მედვედევი

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უკვე მოჰყვა უარყოფითი შედეგები დასავლეთის ქვეყნებისთვის“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს (SB) თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო გლობალური ინფლაცია იზრდება.

„რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური“ სანქციების შემოღებიდან სულ რამდენიმე კვირაში, როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოჩნდა, რომ ის ბუმერანგივით  უბრუნდება დასავლეთს.

გლობალური ინფლაცია იზრდება. როგორც ჩანს, ევროპაში რეცესია იწყება, რომელიც შეიძლება მთელ მსოფლიოში გავრცელდეს. საწვავის ფასები კოსმოსური სისწრაფით იზრდება“, – აცხადებს მედვედევი.

მისი აზრით, „ნათელი ხდება, რომ ყველა სახელმწიფო ვერ გაუმკლავდება ასეთ რეცესიას, მიუხედავად დასავლეთის ქვეყნების ეროვნული ლიდერების ისტერიული განცხადებებისა“.

„დღეს დასავლეთში ყველა არ არის დარწმუნებული, რომ „სოლიდარობა სამართლიანი საქმისთვის ბრძოლაში“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი კეთილდღეობა. ამაზე საუბრობენ არა მხოლოდ ექსპერტები და მედია, არამედ თავად ხალხი“, – აცხადებს მედვედევი.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მასშტაბური სანქციები დაუწესებს. რუსეთის ბაზარი უკვე 400-ზე მეტმა დასავლურმა კომპანიამ დატოვა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები