რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთისთვის აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომელთანაც მათ მეგობრული ურთიერთობა აქვთ.
„რაც შეეხება საქართველოს ახალ შესაძლო აგრესიას მისგან გამოყოფილი ტერიტორიების წინააღმდეგ, ეს შეუძლებელია. ჩვენთვის დღეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც ჩვენ მეგობრული ურთიერთობა დავამყარეთ და სადაც ჩვენი სამხედრო ბაზებია განთავსებული. და ეს კარგად ესმის საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. ისინი კიდევ ერთხელ არ გამოცდიან ბედს და არ შევლენ დაპირისპირებაში ისეთ ძალასთან, როგორიც რუსეთია“, – განაცხადა მედვედევმა.
რუსეთისთვის აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელი სახელმწიფოებია – დიმიტრი მედვედევი
გიორგი ახლოური
ჟურნალისტი, გადაცემის წამყვანი: "სტალინის ეპოქა გიორგი ახლოურთან", სოციალური მედია მენეჯერი, ადმინისტრაციის უფროსი, რეჟისორი, გრაფიკული უზრუნველყოფა... საკონტაქტო ინფორმაცია: 📧 მეილი: Akhlouri1e@gmail.com, Giorgiaxlouri98@gmail.com 📞 ტელ: 598544492 - 599344434