ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 19, 2025 14:35 საათი

თბილისი

Aug 19 - Tue
Tbilisi, GE
35°C clear sky

„რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრა სტრატეგიული კატასტროფაა“ – თეთრი სახლი

„აშშ-ს აქვს მტკიცებულება, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთისთვის სტრატეგიული კატასტროფაა“, – ამის შესახებ თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა ქეით ბედინგფილდმა განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ უტყუარი მტკიცებულება, რომ ეს იყო სტრატეგიული კატასტროფა რუსეთისთვის. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს შეჭრა სტრატეგიული მარცხი იყო პუტინისთვის და რუსეთისთვის. ისინი მუშაობენ ხელახლა განსაზღვრონ შეჭრის მიზანმიმართული თავდაპირველი, უნდა ითქვას – საწყისი მიზნები“, – აღნიშნავს თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი.

ბედინგფილდმა დასძინა, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დამატებითი სანქციები დაემუქრება.

„თავად პუტინმა განაცხადა, რომ ამ სანქციებმა უპრეცედენტო ხარჯები დააკისრა რუსეთის ეკონომიკას და ჩვენი როლი არის გავაგრძელოთ უკრაინის გაძლიერება ბრძოლის ველზე“, – აცხადებს ქეით ბედინგფილდი.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში აშშ სანქციების ჩამონათვალს დაამატებს 120 სუბიექტს რუსეთიდან და ბელარუსიდან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის