რუსეთის ფედერაციამ აშშ-ს ყოველწლიური ბირთვული წვრთნების დაწყების შესახებ აცნობა. ამის შესახებ CBS News წერს.
აღნიშნულია, რომ რუსული ბირთვული წვრთნები „გრომი“ ჩვეულებრივ მოიცავს სტრატეგიული ბირთვული ძალების ფართომასშტაბიან მანევრებს, მათ შორის საბრძოლო რაკეტების გაშვებას. აშშ-ის ოფიციალური პირები ყოველწლიურ წვრთნებს რამდენიმე კვირის განმავლობაში ელოდნენ, მაგრამ მხოლოდ ახლახან მიიღეს ინფორმაცია რუსეთიდან.
„რუსეთი ასრულებს თავის ვალდებულებებს შეიარაღების კონტროლის და გამჭვირვალობის ვალდებულებებს ამ კომუნიკაციების მიწოდებით“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა, პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე.