ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 4, 2025 22:16 საათი

თბილისი

Jul 4 - Fri
Tbilisi, GE
17°C few clouds

რუსეთმა გაერთიანებული სამეფოსთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა – TASS

რუსეთმა გაერთიანებული სამეფოსთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა და სიას დაამატა გაერთიანებული სამეფოს ანალიტიკური ცენტრებისა და საკონსულტაციო სააგენტოების 32 წარმომადგენელი, რომლებიც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, „ანტირუსულ ხაზს ატარებენ“.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სიის გაფართოებაზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

„ლონდონის მტრულ ძალისხმევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბრიტანეთში მოქმედი მრავალი ანალიტიკური ცენტრი, საკონსულტაციო სააგენტო და მსგავსი პროფილის სხვა სტრუქტურა. ამასთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რიგი ასეთი სტრუქტურა „სტოპ-ლისტში“ შეგვეყვანა და მათთვის რუსეთის ფედერაციაში შესვლა აგვეკრძალა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სიაში მოხვდნენ Forward Strategy Limited, Open Knowledge Foundation, Institute for Statecraft, Peace Child International და სხვა კომპანიები.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის