კრემლი აცხადებს, რომ უკრაინას აქვს ორშაბათს, მოსკოვის დროით დილის 5 საათამდე დრო, რათა იარაღი დაყაროს აღმოსავლეთ საპორტო ქალაქ მარიუპოლში. აღნიშნულ ინფორმაციას „Aljazeera“ ავრცელებს.
დაყარეთ იარაღი“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ბრიფინგზე რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა.
“საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა განვითარდა”, – თქვა მიზინცევმა. „ყველას, ვინც იარაღს დაყრის, გარანტირებული ექნება მარიუპოლიდან უსაფრთხო გასვლა“.
მარიუპოლმა განიცადა ყველაზე მძიმე დაბომბვა მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში. მისი 400,000 მოსახლედან ბევრი რჩება ქალაქში გამომწყვრეული, მცირე საკვებით, წყლითა და ელექტროენერგიით.