ტელეკომპანია სეზონი

მარტი 29, 2024 05:41 საათი

თბილისი

მარ 29 - პარ
Tbilisi, GE
7°C clear sky

რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული „რეფერენდუმის“ შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

რუსეთმა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ჩატარებული „რეფერენდუმის“ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.

რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში „ხმების“ 20%-ზე მეტის დათვლის შემდეგ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მხარი „ამომრჩეველთა“ 98.27%-მა დაუჭირა. ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში ეს მაჩვენებელი 97.83%-ია, დათვლილია „ხმების“ 21.11%. ზაპოროჟიეში „ამომრჩეველთა“ ნახევარზე მეტი რაოდენობის „ხმების“ დათვლის შემდეგ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა 97.85%-ს სურს, ხერსონის ოლქში კი 96.30%-ს.

ცნობისთვის, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსების მიერ ორგანიზებული „რეფერენდუმი“ 23-იდან 27 სექტემბრამდე მიმდინარეობდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები